გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვა

6 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვა. კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხს განიხილავს.
როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, შეხვედრაში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც მიიღებს მონაწილეობას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს.
“სტრასბურგში ორშაბათს, 6 ივნისს, 19 საათზე რიგგარეშე შეხვედრაზე მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან, იოჰანეს ჰანთან ევროკომისიის 2017 წლის სამუშაო პროგრამასთან დაკავშირებით და განიხილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად. სხვა განსახილველ საკითხებს შორის არის ვიზელიბერალიზაციის შეთახმება და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში”, – ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები