„რესპუბლიკელები“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარლამენტის ფრაქცია „რესპუბლიკელები” “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
”ვინაიდან ვენეციის კომისიის მოსაზრებების ნაწილი გათვალისწინებულია და ვინაიდან ეს არის პოლიტიკური კულტურის საკითხი, ყველაფერთან ერთად, ყველა ვეტოს დაძლევა და კუნთებზე ყურება არ არის ყველაზე მთავარი. ჩვენ არ ვაპირებდით ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას და თუ კვლავ დადგება ეს საკითხი, კვლავ არ დავაპირებთ”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. მთავარი განსახილველი საკითხი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მომზადებული „მოტივირებული შენიშვნები“ და შესაბამისი კანონპროექტია.
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის პროექტის მხარდაჭერას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები