მამუკა კაციტაძე ვიზალიბერალიზაციის გადავადებაზე – „არალეგალ მიგრანტთა ზრდა არაწონადი არგუმენტია“
„ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი მამუკა კაციტაძე ევროკავშირში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესების შეფერხებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არალეგალური მიგრაციის ზრდა მისთვის არასაკმარისი მიზეზია. კაციტაძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესებმა საარჩევნო ვითარებაზე შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედონ. ხელისუფლებისგან ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
„არალეგალ მიგრანტთა ზრდა არაწონადი არგუმენტია. ეს გადავადება ცუდია სახელმწიფოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ცუდი დასავლური განწობებისათვისაც. ამ ტიპის მოქმედებები საზოგადოებაში ვერ გააჩენს პოზიტივს ევროკავშირთან და ქვეყნის დასავლურ კურსთან მიმართებაში“,- განაცხადა კაციტაძემ.