დიმიტრი ლორთქიფანიძე თამაზ მეჭიაურთან კონსულტაციებს უარყოფს

„დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამორიცხავს, რომ ამ ეტაპზე მასსა და პარლამენტის წევრ თამაზ მეჭიაურს შორის, პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. მისი განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.
„თამაზ მეჭიაურს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა, გარკვეულ ინტერპრეტაციას ეყრდნობოდა. ჩემთვის რომ დაერეკათ და ეკითხათ, არსებობდა თუ არა მსგავსი ტიპის მოლაპარაკება, მე აუცილებლად ვიტყოდი, რომ არ არსებობს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მე და ბატონ თამაზ მეჭიაურს, 22 მაისს, მაშინ, როდესაც ნიკოლოზობის დღესასწაულს აღვნიშნავდით, არ გვისაუბრია. ჩვენს შორის არის მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობა და ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შესაძლოა, მომავალშიც ვითანამშრომლოთ “,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები