ლორთქიფანიძე პრეზიდენტის ვეტოს ეხმაურება – „ეს ერთადერთი პოზიტივია, რომელსაც ვხედავ“

„დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ერთადერთი პოზიტივია იმ დაპირისპირების ფონზე, რომელიც საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის არსებობს.
„ვეტო კონსენსუსით მსჯელობის მთავარი საგანი გახდა და მხოლოდ მივესალმები იმ ფაქტს, თუ შესაძლებელი იქნება, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველო არ მოიჭრის თავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საკონსტიტუციო კონტროლი სასამართლო ორგანოს მარეგლამენტირებელი, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება. დემოკრატია სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ მუშაობას ეფუძნება“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები