კახა კალაძე ნათია გუჯაბიძეზე: ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი სიცრუე, როგორც ხდება ხოლმე

“რუსთავი 2”-ის ეთერიდან ვიცე პრემიერი კახა კალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესაძლო სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, სიცრუე იყოს. მინისტრმა გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მისამართით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დაუკავშირა.
მინისტრი ეჭვობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიის ეთერიდან სიცრუის პროპაგანდა იყოს.
“არ მაქვს ინფორმაცია, ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი სიცრუე, როგორც ხდება ხოლმე “რუსთავი 2″-ის ეთერიდან სიცრუის პროპაგანდა, ეს არ არის სიახლე, წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და, სამწუხაროდ, დღესაც ასე ხდება. რაც შეეხება პროცესს, რომელიც მიდის, უნდა დაველოდოთ. წინასწარ რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა”, – განაცხადა კალაძემ.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, ნათია გუჯაბიძე თაღლითობის ფაქტზეა შემჩნეული. ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თაღლითობის ფაქტიდან გამომდინარე, მოსამართლე გუჯაბიძე მოწყვლადია პროკურატურის მიმართ, აქედან გამომდინარე, მისივე განცხადებით, ტელეკომპანიისთვის სასურველი არ არის მსგავსმა მოსამართლემ განიხილოს “რუსთავი 2”-ის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები