დიმიტრი ლორთქიფანიძე – ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის შესაძლოა, მითად დარჩეს

„დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე მედიაში გავრცლებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის გამარტივება გადაავადა.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან არ გამორიცხა, რომ 2016 წელს, საქართველომ შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია ვერ მიიღოს და ეს პროცესი შემოდგომამდეც გაგრძელდეს.
„ერთი თვის მანძილზე ევროკავშირის მუდმივმა კომისიამ უარი გვითხრა ვიზალიბერალიზაციაზე, მიზეზად დასახელებულია მიგრაციის მაღალი ხარისხის დაუძლევლობა, რომელთან გამკლავებაშიც ევროკავშირი უძლურია. მიუხედავად ამისა, 9-10 ივნისს, ევროპის წევრი სახელმწიფოების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებისგან შემდგარ სპეციალურ საბჭოზე, ეს თემა კიდევ ერთხელ იქნება განხილული და თუ მინისტრებმა მიღეს გადაწყვეტილება, რომ საფრთხე ევროკავშირისთვის დაუძლეველია, მაშინ ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად ეს პროექტი განწირული იქნება, რადგანაც ევროპარლამენტი 7 ივლისს ამთავრებს მუშაობას და სექტემბრამდე ის არ შეიკრიბება.
შესაბამისად, საკითხი შესაძლოა, შემოდგომამდეც გადაიდოს. სანამ არ დაიძლევა ორი ბარიერი, ერთი მხრივ, ევროკავშირის მუდმივი კომისია და, მეორე მხრივ, საბჭო, რომელსაც შეადგენენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შსს და იუსტიციის მინისტრები და მესამე, თუ კენჭი არ იქნება ნაყარი უშუალოდ ევროპარლამენტში, მაშინ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მითად დარჩება“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები