ლევან მურუსიძემ დაადასტურა, რომ მოსამართლე გუჯაბიძის მიმართ დისციპლინურ საკითხზე მსჯელობა, მართლაც, იყო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ დაადასტურა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ დისციპლინურ საკითხზე მსჯელობა, მართლაც, იყო.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივარი თითქმის ყველა მოსამართლეზე შედის, რაც გასაკვირი არ არის.
კონკრეტულად, თუ რას ეხებოდა და რა საქმეებზე იყო მსჯელობა, მურუსიძემ არ დააკონკრეტა და თქვა, რომ ინფორმაცია კონფედენციალურია.
„ზოგადად, დისციპლინური სამართალწარმოება ეს არის კონფედენციალური. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნა, რომ გუჯაბიძის მიმართ ზოგადად არასოდეს ყოფილა სახდელი დაკისრებული. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეუწყდა ქირა, ეს არ არის კონფედენციალური და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მან თავად თქვა უარი ქირაზე და საბჭოს განცხადებით მიმართა. მარტო გუჯაბიძეზე კი არა, ბევრ მოსამართლეზე ვიხილავთ საჩივარს. თუ რომელიმე მოსამართლეს აქვს გადაცდომა, საბჭო ყველაფერს იხილავს. საჩივარი ყველა მოსამართლეზეა, ჩემზეც არის ხოლმე, იხილავს საბჭო და იღებს გადაწყვეტილებას“,-განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები