MYSILKNET – კომფორტული ონლაინმომსახურება „სილქნეტისაგან“

ინტერნეტით სერვისის მართვა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სხვადასხვა ოპერაციების ონლაინშესრულება დიდ დროსა და ენერგიას უზოგავს მომხმარებელს, უმარტივებს ყოველდღიურობას და უფრო კომფორტულს ხდის მას.
„სილქნეტმა“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პორტალი my.silknet.com დანერგა, რომელიც ინტერნეტ ბანკის ანალოგს წარმოადგენს და იგივე პრინციპით ფუნქციონირებს. მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი კომპიუტერის გამოყენებით, შეუძლია მართოს „სილქნეტის“ ქსელში ჩართული ყველა სერვისი – გადაიხადოს ყოველთვიური გადასახადი საკუთარ ან სხვის ანგარიშზე, შეამოწმოს ბალანსი, შეცვალოს პაკეტი, დაიმატოს თემატური პაკეტები. წვდომა ვებგვერდზე 24-საათიანია და მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციების შესრულება.
პორტალი დამატებითი მომსახურების მიღებასაც გვთავაზობს. ასეთია “ღამის ექსპრესი”, რომლის გააქტიურებით ოპტიკური ქსელის ინტერნეტსიჩქარე ყოველ ღამე, 00:00 სთ-დან – დილის 08:00 სთ-მდე, 50 მბ/წმ–მდე იზრდება. „ღამის ექსპრესის“ ყოველთვიური ღირებულება 5 ლარია. ტარიფი სააბონენტო გადასახადთან ერთად ერიცხება მომხმარებელს. ასევე შესაძლებელია „ტურბო ღილაკით“ სარგებლობა პორტალიდანვე და 2 საათის განმავლობაში 100 მბ-მდე სიჩქარის გაზრდა. ტურბოღილაკის პირველი აქტივაცია უფასოა, ყოველი მომდევნო აქტივაციის ღირებულება კი 1,5 ლარს შეადგენს. ამ დამატებითი შეთავაზებით სარგებლობენ ფიზიკური პირები, თბილისსა და რეგიონის ქალაქებში, სადაც ოპტიკური ტექნოლოგიაა დანერგილი: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თელავი, რუსთავი.
my.silknet.com საშუალებას იძლევა, პორტალიდანვე ჩამოტვირთოს მომხმარებელმა ანტივირუსის საინსტალაციო პროგრამა ნებისმიერ მოწყობილობაზე. ასევე, გააგზავნოს დღეში 50 უფასო სმს-ი საქართველოს ნებისმიერი მობილური ოპერატორის მიმართულებით. მომსახურებების გააქტიურება, შეცვლა ან გაუქმება, ბალანსის შემოწმება „ცხელ ხაზზე“: 2100100, ან სერვის ცენტრშიც არის შესაძლებელი. თუმცა, პორტალი my.silknet.com გარკვეულ უპირატესობას უქმნის მომხმარებელს. ეს არის იდეალური სისტემა, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმს არის მორგებული.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები