კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

კორცხელში, შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების ითხოვს.
პროცესი 15.00 საათისთვის არის ჩანიშნული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 მაისს სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე ექვს პირს ბრალი 2 ივნისს წაუყენა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალი წაუყენეს იმ პირებს, რომლებიც მოგვიანებით ნებაყოფლობით გამოცხადდნენ სამინისტროში. “ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები