ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ გვინდა ევროატლანტიკური სივრცის წევრი გავხდეთ და ეს არ მოდის წინააღმდეგობაში რუსეთის ინტერესებთან

ჩვენი სვლა, ჩვენი სტრატეგია, რომ ჩვენ გვინდა ევროატლანტიკური სივრცის წევრი გავხდეთ, ეს არ მოდის წინააღმდეგობაში რუსეთის ინტერესებთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ეს სახიფათოა მათი სახელმწიფოსთვის.
„გასაგებია, ჩვენ ეს ინფორმაცია ვიცით. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაჟინებით ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მომავალშიც იმ მიზნისკენ სწრაფვას, რაც მისი სტრატეგიული ინტერესია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა, აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და შევიდეთ ევროკავშირში. ამას დრო სჭირდება. ჩვენ მოთმინებით უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ავაყვავოთ ჩვენი ეკონომიკა და დაველოდოთ სწორ დროს, როდესაც რუსეთიც გააცნობიერებს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც შეძლებენ და დაინახავენ, რომ დროა, საქართველო გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები