ბიძინა ივანიშვილი: სამარცხვინო ჩემთვის იყო ის, რომ შავგულიძემ უგულავა პოლიტპატიმრად დაასახელა

მურუსიძის ქცევაზე მეტი სამარცხვინო ჩემთვის იყო ის, რომ შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ადვოკატი იყო, იკადრა და პოლიტპატიმრად დაასახელა უგულავა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ განაცხადა.
ივანიშვილმა „თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულიძე გააკრიტიკა.
”მურუსიძის ქცევაზე მეტი სამარცხვინო ჩემთვის იყო ის, რომ შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ადვოკატი იყო, იკადრა და პოლიტპატიმრად დაასახელა უგულავა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც რომ პატიმარი ყოფილიყო, მასაც პოლიტპატიმრად მოიხსენიებდა… ჩემთვის აუხსენელი იყო, რომ კაცმა, რომელმაც გირგვლიანის ადვოკატი იყო, პოლიტპატიმრებად დაასახელა ის პირები, ვინც უბედურება დაატრიალეს ქვეყანაში – გირგვლიანს რა გაუკეთეს. ჩემთვის ეს დიდი სირცხვილია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები