“ადამიანის უფლებებით დღეს საქართველო ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს თამამად შეიძლება შეედაროს”

თუ ვინმეს ანალიზის უნარი გააჩნია და საქართველოში უცხოვრია, იმ რეალობას, როგორი იყო საქართველო 2012 წლამდე და როგორია დღეს, მარტივად მიხვდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “ინტერვიუში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციაში გადამწყვეტი ფუნქცია შეასრულა „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“.
“თუ ვინმეს ანალიზის უნარი გააჩნია და საქართველოში უცხოვრია, იმ რეალობას, როგორი იყო საქართველო 2012 წლამდე და როგორია დღეს, მარტივად მიხვდება. კოალიციაში სწორედ გადამწყვეტი ფუნქცია შეასრულა „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“. კოალიციის წევრებსაც და პარტიის წევრებსაც თავისი როლი ჰქონდათ, ვის რამდენი და რა როლი ჰქონდა, კარგად გამოჩნდება არჩევნებში. ეს მიღწევები ერთობლივად კოალიციის ნამოქმედარია და ლომის წვლილი მიუძღვის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო შეფასებებით, ყველა მიმართულებით დიდი წინსვლაა.
„ყველა მიმართულებით არის დიდი წინსვლა, ეს იქნება ადამიანების უფლებები, დემოკრატიის ხარისხი, მთავრობის ეფექტიანობა, მედიის თავისუფლება. ადამიანის უფლებებით დღეს საქართველო ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს თამამად შეიძლება შეედაროს“,- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები