ბიძინა ივანიშვილი ყველას მოუწოდებს, გააანალიზოს პროცესები და 2016 წელს სწორი არჩევანი გააკეთოს

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ საუბრისას განაცხადა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააანალიზოს პროცესები და სწორი არჩევანი გააკეთოს.
„ყველა ქართველს, ყველა მოქალაქეს აქვს ვალდებულება და ყველას ვთხოვ, გაითავისოს ეს. სახელმწიფოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, ვინც პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობას, მას უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის განცდა, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა იმდენად, რამდენადაც შეუძლია თითოეულს. ყველაზე მინიმალური, რაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს, მოახერხოს და გაანალიზოს პროცესები, შეხედოს იმ ძალებს, ვინც აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, გააკეთოს ანალიზი, ყუთთან მივიდეს და სწორი არჩევანი გააკეთოს, თავისი არჩევანი გააკეთოს და არა ივანიშვილის. ყველას ჰგონია, რომ ივანიშვილს უნდა და ივინიშვილის არის ეს ქვეყანა, თანაბრად ყველა მოქალაქის არის და არავითარი მეტი უფლება მე არ მაქვს. მეც ისევე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, როგორს ნებისმიერი მოქალაქე. მათ უნდა აირჩიონ ისეთი მთავრობა, რომელიც მათ სურვილებს გაითვალისწინებს და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. აი, ასეთი მოქალაქე გახლავართ მეც.
სულ კითხვის ნიშანი ჩნდება, რომ მე გამაჩნია ფინანსები, ჩემი წარსული და მაქვს გარკვეული გავლენა. ეს ჩემი გავლლენა არის მხოლოდ ხალხის ნდობა, შესაბამისად, ის, რომ მე მხარს იმ ძალას დავუჭერ, რომელიც, მგონია, რომ ქვეყანას პროგრესისკენ წაიყვანს და სწორი მიმართულებით განავითარებს, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მე ამის უფლება მაქვს და არაფერს არ ვაჭარბებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები