ბიძინა ივანიშვილი: მინდოდა, თუ არ მინდოდა, ღია წერილში “ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი უნდა გამეხსენებინა

მინდოდა, თუ არ მინდოდა, წინა პერიოდი უნდა გამეხსენებინა და მეთქვა იმასთან შედარებით რა გავაკეთეთ – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაწუყებლის გადაცემა “ინტერვიუში“ დასმულ კითხვას.
ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ღია წერილზე და დაინტერესდა მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, რატომ არ ახსენებს წერილში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს და სახელისუფლებო გუნდის წევრებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბარს გვერდს ვერ აუვლიდა რადგან წერილში საუბარია იმაზე თუ რა იყო და რა გაკეთდა.
“როდესაც ანალიზს აკეთებს პოლიტიკოსი ან თუნდაც არაპოლიტიკოსი, ბიზნესმენი ან სხვა ვინმე, ის პერიოდებს აუცილებლად ადარებს, სხვას რას უნდა შეადარო, უნდა შეადარო წინა პერიოდს – რა იყო და რა არის დღეს და რას აპირებ ხვალ, – ეს არის მარტივი ანალიზის ფორმულა. მინდოდა, თუ არ მინდოდა, მე წინა პერიოდი უნდა გამახსენებინა და მეთქვა იმასთან შედარებით რა გავაკეთეთ, რა ხდება დღეს და რას გავაკეთეთ ხვალ, ამიტომ ძალიან მარტივი პასუხია: აუცილებლად უნდა მეხსენებინა, რა სიტუაცია გვქონდა “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რა სიტუაცია გვქონდა, რა გადავიბარეთ და იმის შემდგომ რა გავაკეთეთ.
ცალკეული პიროვნებები და მათ შორის ღარიბაშვილიც არ დამისახელებია და არც იმას ვუსვამდი ხაზს, რომ “ეს ივანიშვილმა“ გააკეთა, ისევე როგორც ღარიბაშვილისთვის არ უნდა გამესვა ხაზი, ამის საჭიროება არ იყო იმ წერილში. “ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობას თუ არ შევედრებოდი, როგორ მეჩვენებინა ხალხისთვის თუ როგორ შეიცვალა სიტუაცია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები