ბიძინა ივანიშვილი: რა მექანიზმებით შემეძლო, მეიძულებინა ღარიბაშვილი, წასულიყო თანამდებობიდან?!

ძალიან ერუდირებულია ღარიბაშვილი, რა მექანიზმებით შემეძლო, მეიძულებინა, წასულიყო თანამდებობიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ სტუმრობისას, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან მოულოდნელი გადადგომის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილს მასთან გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრეც ჰქონდა კონსულტაციები და ეკითხებოდა, ხომ არ იყო დრო, პოლიტიკიდან წასულიყო.
„მე ძალით გადავაყენე? თქვენი აზრი ესაა? ეს ნორმალური პროცესია. მე შემეძლო მერჩია, თუ მას ჰქონდა ეს განწყობა და განცდა. როგორ შეიძლება წარმოიდგინოთ ზრდასრული ადამიანი, აბსოლუტურად პრინციპული, განათლებული, ძალიან ერუდირებული ღარიბაშვილი, რანაირად შეიძლებოდა, რა მექანიზმებით შემეძლო, მეიძულებინა, წასულიყო თანამდებობიდან. იქნებ მეც ვინმემ მაიძულა, მე ვინღამ მაიძულა წასვლა?! მე ხომ წავედი?! ღარიბაშვილი ჩემი გუნდის წევრი იყო და დიდხანს ვიცნობდი, ღარიბაშვილი არ გამიცნია მე პოლიტიკაში. მან შეაფასა სიტუაცია, მას ჰქონდა ჩემთან რამდენჯერმე უფრო ადრეულ პერიოდში შეკითხვები, ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდე, ხომ არ ჯობია, რომ წავიდე?! ეს საუბრები გვქონდა ჩვენ და ნორმალურია ეს ყველაფერი, რამდენადაც მე უფროს მეგობრად მთვლიდა“, – განაცხადა ივანიშვილმა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები