ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ძალაუფლება არის მხოლოდ ის, რომ ხალხი მენდობა

ჩემი ძალაუფლება არის მხოლოდ ის, რომ ხალხი მენდობა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
ყოფილი პრემიერის თქმით, სანამ ის ხალხის ნდობას გრძნობს, ვალდებულია, მათ „ემსახუროს“.
„ხალხს აქვს ჩემზე ისეთი დამოკიდებულება, როგორიც აქვს. ჩემს სიტყვას აქვს ფასი და არა ფინანსებს, რომელიც ამ გუნდს არანაკლები გააჩნია – 9 წლის განმავლობაში, რაც კი იწარმოებოდა საქართველოში, ერთ გუნდში გადაინაწილეს. ჩემი ძალაუფლება გახლავთ მხოლოდ ხალხის ნდობა და სანამ ამას ვგრძნობ, მე ვალდებულება გამაჩნია, ამ ხალხს მოვემსახურო და რაც შემიძლია, აუცილებლად გადავცე მათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები