ბიძინა ივანიშვილი: ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ვერცერთ ხაზს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამე გამეკეთებინოს

ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ვერცერთ ხაზს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამე გამეკეთებინოს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ინტერვიუში“ საუბრისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რამდენად უფიქრია ბიძინა ივანიშვილს, როგორც “ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და ფინანსური ბერკეტის მქონე ადამიანს, რომ ფლობს ძალიან დიდ ძალაუფლებას და რამდენად ქმნის ეს საფრთხეს.
„სიტყვა “საფრთხე“, მე მგონი, არ არის თანხვედრაში. თუ ჩემს პიროვნებას იცნობთ და ჩემს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე გსმენიათ, სიტყვა “საფრთხე“, მგონი, გადაჭარბებულია. გასაგებია, რომ ასეთი ვარ, როგორიც ვარ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მთელ ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ვერცერ ხაზს (თუ „რუსთავი 2“-ს არ მოვუსმენთ – სიცრუის მანქანას), რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამე გამეკეთებინოს. ვფიქრობ, მთელი ცხოვრება სინდისით ვცხოვრობ, მე არათუ კანონს ვემორჩილებოდი, სინდისს ვუხმობდი ყოველთვის, ამ მხრივ მე ვერ წარმომიდგენია სიტყვა – “საფრთხე“ რატომ უნდა ვიხმაროთ, როცა ამ ქვეყნის შვილები ვართ. გამაჩნია ჩემი წარსული, რაღაც შემიქმნია ჩემი ცხოვრებით და, ვფიქრობ, მაქსიმალურად მოვახმარო ჩემს ხალხს და ჩემს ცხოვრებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები