“ეუთოს ანგარიშში ასახულია იმ ადამიანების პოციზია, რომლებსაც ეუთოს ტექნიკური ჯგუფის წევრები შეხვდნენ”

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ ეუთოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში არის არა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის, არამედ ტექნიკური ჯგუფის ანგარიში.
მისი თქმით, აპრილის თვეში საქართველოში იმყოფებოდა ეუთოს სამუშაო მისია, რომელიც ჩამობრძანდა ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიგეგმოს მომავალი სადამკვირვებლო მისია.
ბოჟაძემ განმარტა, რომ არჩევნებმადე რამოდენიმე თვით ადრე ტექნიკური ჯგუფი სწავლობს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. სწორედ ამ ტექნიკური ჯგუფის გადაწვეტილებით ეუთო უახოლეს კვირებში გამოუშვებს 28 გრძელვადიან დამკვირვებელს, ხოლო კენჭისყრის დღეს საქართველოს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ეწვევა.
“ის, რაც გამოაქვეყნა ეუთოს მისიამ, არ არის დასკვნა, ეს არის ტექნიკური ჯგუფის ანგარიში. დასკვნა გამოქვეყნდება შუალედური კენჭიყრის დღემდე 6-8 კვირით ადრე. საბოლოო ანგარიში კი არჩევნების დასრულებიდან ორი თვის თავზე. ამიტომ ჩვენ ამას დეკემბერში ვიხილავთ. ამ ანგარიშში გამოხატულია არა ეუთოს ტექნიკური ჯგუფის წევრების პოზიცია, არამედი იმ ადამიანების პოციზია, რომელბსაც ისინი შეხვდნენ. პირველ რიგში, ესენი არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რომლებიც შიშს გამოთქვამდნენ, რომ შესაძლოა სახელმწიფომ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, შესაძლოა იყოს დაძაბულობა, პრობლემები. ასე “შესაძლოა” ყველაფერი იყოს, ყოველთვის ყველა ქვეყანაში”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ის, რომ ოპოზიცია დააფიქსირებდა უარყოფით პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკვშირებით ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ბოჟაძის განმარტებით, კორცხელის ინციდენტი იმიტომ არ არის შეტანილი ანგარიშში, რომ ეს გაცილებით გვიან მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ეუთო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველომ არ შეასრულა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ბოლო რეკომენდაციები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების ჩატარებას ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები