მანანა კობახიძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტს ასეთი შეფასებების გაკეთება არ უხდება

პრეზიდენტს ასეთი შეფასებების გაკეთება არ უხდება, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ „კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფებები არიან“.
„მე ასეთ ძველ ბიჭებს არ ვიცნობ. ვის ან რას გულისხმობდა, რა ასოციაციები აქვს და საიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. მე მგონია, რომ არ არის ეს სწორი, ეს შეფასება და, მით უმეტეს, პრეზიდენტს არ უხდება ასეთი შეფასებების გაკეთება“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას უჩნდება ეჭვი, რომ “მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები