პრემიერი: ჩვენი მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანამიმდევრული განვითარებაა

ჩვენი მიზანია, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშისა და რეკომენდაციების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, რომ არ განმეორდეს ძალადობრივი ქმედებები ქვეყანაში, საჭიროა მოვლენებისათვის სახელის დარქმევა და ყველაფრის გაანალიზება.
” ჩვენი მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანამიმდევრული განვითარება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა. ჩვენი მიზანია, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლი. ეს რომ აღარ განმეორდეს, მნიშვნელოვანია არა მარტო მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევა, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება, გაანალიზება, მიზეზების დადგენა და რაც მთავარია, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, რათა აღარასოდეს, არცერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვას ადამიანის მიმართ მსგავსი ქმედებები,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები