გიორგი კვირიკაშვილი: ანგარიშსწორება და შურისძიება ეს გახლავთ გუშინდელი დღე

ჩვენ უდიდესი ძალისხმება დაგვჭირდა, რომ არ დაგვეშვა სამოქალაქო დაპირისპირება და ანგარიშსწორება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშისა და რეკომენდაციების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ჩვენ უდიდესი ძალისხმება დაგვჭირდა, რომ არ დაგვეშვა სამოქალაქო დაპირისპირება და ანგარიშსწორება. დღეს ხშირად გვესმის ამ დაუნდობელი სისტემის შემქმნელებისგან, სრულიად უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი ბრალდებები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად ამდენი ბინძური და ტყუილი ბრალდებისა, ზუსტად იციან, რომ დღეს ყველაზე რადიკალური შეფასებების გამოც კი მათ არ დაუპირისპირდება სახელმწიფო მანქანა, ისინი არ გახდებიან შანტაჟის და ანგარიშსწორების მსხვერპლნი და ეს გახლავთ სწორედ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის მონაპოვარი. ამით არის გამორჩეული ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. ანგარიშსწორება და შურისძიება ეს გახლავთ გუშინდელი დღე. რეგრესი და განვითარების შეფერხებაა იმაზე ფიქრი, თუ როგორ გადავუხადოთ სამაგიერო იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერ ამის სათავეში იდგნენ”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები