უკრაინის რადამ სასამართლო რეფორმას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, მხარი დაუჭირა კანონპროექტს სასამართლოს მოწყობისა და მოსამართლეების სტატუსის შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. კანონპროექტის ავტორთა აზრით, ის სასამართლო სისტემის მასშტაბურ ცვლილებას გამოიწვევს: მოსამართლეები ატესტაციას გაივლიან, მოსამართლის ხელშეუხებლობა შეზღუდული იქნება, ასევე მათი ხელფასები მოიმატებს. ეს დოკუმენტი სასამართლო რეფორმის ნაწილია და ის ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში. ახალ კანონს პრაქტიკულად ყველა ფრაქციამ დაუჭირა მხარი, ოპოზიციური ბლოკის გარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები