თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია

თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია, – ეს გადაწყვეტილება ანკარამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბუნდესტაგმა ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარ მოვლენებს გენოციდის კვალიფიკაცია მისცა და შესაბამისი რეზოლუცია მიიღო. ამ საკითხზე დებატები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. კენჭისყრამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გერმანიის პარლამენტში სომხების გენოციდის აღიარებაზე დაგეგმილ კენჭისყრას „მეგობრობის ტესტი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები