ეუთო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ანგარიშს აქვეყნებს

ეუთო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, აპრილის ბოლოს ქვეყანაში იმყოფებოდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლები, რომლებმაც წინასაარჩევნო მდგომარეობა შეისწავლეს, გამართეს შეხვედრა და მოამზადეს დასკვნა საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს მხრიდან მონიტორინგის საკითხზე.
“საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის დროს, შეხვედრებზე გამოითქვა განსაკუთრებული შეშფოთება წინასაარჩენო კამპანიის ჩატარების გამო, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ კონკურენტ ძალებსა და ამომრჩეველზე შესაძლოა, განხორციელდეს ზეწოლა, ასევე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პოტენციური რისკის გამო“,- აღნიშნულია ანგარიშში.
საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლები ეუთოს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით, „არჩევნების სადამკვირვებლო მისიის“ გაგზავნას ურჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები