ნუკრი ქანთარია: ალბათ პრეზიდენტმა იფიქრა, რომ ორიგინალური განცხადება გაეკეთებინა

პრეზიდენტმა იფიქრა, რომ ორიგინალური განცხადება გაეკეთებინა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია პრეზიდენტის მოსაზრებას, რომელიც მან კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დააფიქსირა.
„მიჭირს თქმა, რა ეჩვენება პრეზიდენტს, რომელი მანერების, ან გარკვეული მიხვრა-მოხვრის ხალხი აღმოაჩინა “ქართულ ოცნებაში“. თუ ის გულისხმობს, რომ შეურაცხყოფაზე მკვეთრი პასუხი გასცა ზოგიერთმა და ის ამას არქმევს “ძველ ბიჭებს“ თუ “კაი ბიჭებს“, ეს მას უნდა ვკითხოთ. ალბათ, პრეზიდენტმა იფიქრა, რომ რაღაც ორიგინალური ეთქვა და ეს ტერმინი გაიხსენა,თორემ შეეძლო უფრო მარტივად აეხსნა რას გულისხმობს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კორცხელში მომხდარის კომენტირებისას განაცხადა, რომ “როდესაც ამ პროცესებს აკვირდება, უჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები