დავით სერგეენკო: საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი მალე დასრულდება.
“რაც შეეხება გადადებას, ვფიქრობ, ეს არის სამუშაო პროცესი და საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი გადადო. „როიტერის“ ცნობით, ევროპაში არალეგალური მიგრაციის ზრდის ფონზე, სავიზო რეჟიმის გადადება ასევე ემუქრება თურქეთს, უკრაინას და კოსოვოს.
ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის თქმით, საუბარია არა პროცესის სრულად შეჩერებაზე, არამედ საუბარია სიფრთხილის გამოჩენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები