გიორგი კვირიკაშვილი ნიკა გვარამიაზე – კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი

 კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.
„კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა პრემიერმა.
”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ”ახალი მემარჯვენეების” ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები