თედო კობახიძეს იმედი აქვს, რომ „ხმაურის შესახებ კანონს“ მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მიიღებენ

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე „ხმაურის შესახებ“ კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონი ბიზნესის საქმიანობისთვის არცერთ შემთხვევაში შემზღუდველი არ იქნება.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მან განაცხადა, რომ პარლამენტს ინიციატივით გასულ წელს მიმართა, თუმცა პროექტმა ვერ დააგროვა საჭირო მხარდაჭერების რაოდენობა, რის გამოც ჩავარდა. კობახიძე იმედოვნებს, რომ კანონს მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მიიღებენ.
„ეს კანონი ბიზნესისთვის ხელის შემშლელი პირობა არცერთ შემთხვევაში არ იქნება. იმედია, პარლამენტი ხალხისთვის საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ამ მოწვევის პარლამენტში ეს ალბათ ვერ მოესწრება“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები