თედო კობახიძე ვარდების მოედნისთვის ძველი სახელწოდების აღდგენის ინიციატივით გამოდის

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე “ვარდების რევოლუციის მოედნისთვის” ძველი სახელწოდების – „რესპუბლიკის მოედნის“ აღდგენის ინიციატივით გამოდის.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მან განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივით, ათი დღის წინ, მან უკვე მიმართა სახელდების სიმბოლიკის კომისიას. საკრებულოში ამ საკითხს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავენ. კობახიძე მიიჩნევს, რომ ქუჩის სახელწოდება აუცილებლად აპოლიტიკური უნდა იყოს.
„ვარდების მოედანს, 2003 წლის ვარდების რევოლუციის საპატივცემულოდ, პოლიტიკური ჭრილიდან გამომდინარე დაერქვა ეს სახელწოდება. არ მიმაჩნია სწორად, რომ სახელწოდება ყოველ ჯერზე იმის მიხედვით უნდა შეიცვალოს, თუ რომელი პარტია ან წყობა გაიმარჯვებს არჩევნებში. ამ შემთხვევაში რესპუბლიკის მოედანი არ არის განპირობებული პოლიტიკური ნიშნით. თავის დროზე, კარგი იყო, როდესაც ლენინს მოედანს გადაერქვა სახელწოდება და დაერქვა თავისუფლების მოედანი. ყველა ცივილიზებული სამყარო დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის და სწორედ ამიტომ, არ უნდა ყოფილიყო მოედნისთვის შენარჩუნებული პოსტსაბჭოური ლიდერის სახელწოდება“,- განაცხადა კობახიძემ.
საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ მის ინიციატივას საკრებულოში მხარდაჭერებიც ეყოლება, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ მოედნის სახელწოდება სწორედ მათი მმართველობის პერიოდს უკავშირდება, ისინი შესაძლოა, წინააღმდეგები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები