რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების დაბრუნების საფრთხე ნამდვილად არსებობს

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროება დღეს, მართლაც, არსებობს. „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან განცხადა, რომ საშიშროება კიდევ უფრო გაიზრდება, თუ საზოგადოება არ იაქტიურებს.
ექსპერტის განცხადებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ გარკვეული შეცდომებიც დაუშვა, რის გამოც საზოგადოების დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ ნაწილობრივ შეიცვალა.
„საზოგადოებას დიდი ხანია „ქართული ოცნების“ მიმართ აღფრთოვანება ჩაუქრა. უბრალოდ ეს ფაქტი ძალაუნებურად შექმნის იმ სიტუაციას, ვის მისცეს ხალხმა ხმა. გაჩნდა ის მოსაზრებაც, რომ რკინის ხელია საჭირო, რაც ყოველთვის ჩნდება სუსტი და ქაოსისკენ მიდრეკილი ხელისუფლების პირობებში. ამავე დროს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარკვეულმა ძალებმა გარკვეული თამაშიც დაიწყეს“,-განაცხადა საყვარელიძემ.
შეკითხვაზე, რამ განაპირობა „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა, ექსპერტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ნაკლი ის არის, რომ მას არ უყვარს „შინაურების“ კრიტიკა“.
„ივანიშვილს არ უყვარს შინაურების ხარვეზებზე საუბარი, არადა ეს დიდად მოსაწონი არ არის, რადგანაც თუ შენ არ იტყვი, შემდეგ სხვა დაგასწრებს, ხოლო თუ შენ დაასწრებ, ეს თვითკრიტიკაა და განვითარების იერს ქმნის და შენ მიმართ ოპტიმიზსაც აჩენს. სხვამ თუ დაგასწრო, ეს სხვა დამოკიდებულებას აჩენს – იმას, რომ რაღაცას მალავ“,- განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები