ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის რუსმა სამხედროებმა მწყემსი დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მკვიდრი, 65 წლის აკაკი მისირელი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ სუს-ში დაუდასტურეს. კერძოდ, მისირელის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა.
დაკავებულის ახლობლების ცნობით, მისირელს საოკუპაციო ზოლი არ გადაუკვეთავს.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.
დაკავებულის გასათავისუფლებლად მოლაპარაკება ოსურ მხარესთან დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები