სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზაზა ლორია დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩა №44-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზაზა ლორიამ განზრახ მოკვლის მიზნით, რევაზ გურგენიძეს მიაყენა შემავალი ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად რევაზ გურგენიძე, გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ზაზა ლორია ბრალდებულის სახით 18 სექტემბერს დააკავეს. მოსამართლემ ზაზა ლორიას ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები