სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2”- ის საქმის განხილვა 3 ივნისს განახლდება

სააპელაციო სასამართლოში ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა 3 ივნისს, 14:00 საათზე გაგრძელდება. სასამართლო პროცესი ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სააპელაციო პოზიციის მოსმენით გაგრძელდება, რის შემდეგაც მხარეების შესაგებლების მოსმენა და მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპია დაგეგმილი. ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიას საკუთარი არგუმენტები ”რუსთავი 2”-ის, ძმებ ყარამანიშვილებისა და ”ტვ საქართველოს” წარმომადგენლებმა უკვე გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები