საქალაქო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილის წინააღმდეგ როლანდ ბლადაძის სარჩელის განხილვა დაიწყო

საქალაქო სასამრთლოში როლანდ ბლადაძის სარჩელის განხილვა დაიწყო. ბიზნესმენი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს უჩივის და ითხოვს, 2007 წლის 21 ივნისის ნასყდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარებას.
საქმე ეხება ბათუმში, ერას ქუჩაზე, 37 ნომერში მდებარე ბინის შეძენას, რომელიც ბლადაძის განცხადებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამოართვა და შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სიმბოლურ თანხად გადასცა.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძე თავმჯდომარეობს. 12 წლის განმავლობაში, აღნიშნულ საქმეზე დღეს პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც 15 ივნისისთვის გადაიდო, რადგან მოსარჩელეს ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა და მოსარჩელე მხარემ, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. მოსალაპარაკებლად მხარეებმა ორკვირიანი ვადა ითხოვეს, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის ერთი მოთხოვნა, რომელიც საქმეში მესამე მხარედ იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები