სოფელ კურდღელაურის მკვიდრი, ერთდღიანი ძებნის შემდეგ, სოფლის სასაფლაოსთან გარდაცვლილი იპოვეს
თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში 32 წლის ვასილ რაზმაძე ერთდღიანი ძებნის შემდეგ სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.