მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს
საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. როგორც “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსუბუქი ავტომობილით შემოვიდა რუსეთის მოქალაქე ა.პ., რომლის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 600 აბი ПАГЛЮФЕРАЛ-3 აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 60 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL-ი აღმოჩნდა „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში 27 მაისს შემოსული რუსეთის მოქალაქე გ.ს.-ის კუთვნილ ბარგშიც. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.