პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
ამ წუთებში კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. დაგეგმილია შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით 29 მაისს ეწვია. სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ის ორ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცის ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.
ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი კისკა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.
ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.
13315626_581634978671446_8651903701586338738_n 13321807_581634972004780_8533166206831424270_n 13268384_581634962004781_935658398095858414_o 12871500_581635062004771_7202463018751230395_n 13332720_581635058671438_852701618660156959_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები