პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დახურული შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის დახურული შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
მათი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
რა საკითხები განიხილეს დახურულ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა, მედიისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები