საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა (ფოტოკოლაჟი)

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 98-ე წლისთავისა და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავის აღნიშვნა წელს, პირველად, თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში – კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიით დაიწყო, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა. შემდეგ კი შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
ფიცის დადების ცერემონიის დაწყებამდე თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა წინაშე მარშები შეასრულეს, საქართველოს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ლიტვის სამხედრო ორკესტრებმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ასევე ნატოს სწრაფი რეაგირების ქართული ასეული, პოლონეთის შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაული, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები, რომლებიც საქართველოში „წვრთნა ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში ჩამოვიდნენ.
თავისუფლების მოედანზე განლაგებული იყო ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა. გაიმართა ავიაშოუც.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა.
ავღანეთიდან დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა საქართველოს კოალიციური ძალების სარდალმა.
სამხედრო ნაწილის გარდა, დამოუკიდებლობის დღის სადღესასწაულო ღონისძიებების განრიგში იყო ასევე კულტურულ-გასართობი აქტივობებიც. დედაქალაქსა და რეგიონებში მოეწყო გამოფენები, ფესტივალები და გაიმართა კონცერტები.
რუსთაველის გამზირზე დილიდან იმყოფებოდნენ მოქალაქეები და ტურისტები, ისინი სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას დაესწრნენ, ასევე დაათვალიერეს სხვადასხვა სამინისტროს, უწყებების მიერ წარმოდგენილი გამოფენები. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჩვენებლად გამოიტანა საპატრულო პოლიციის მანქანები, მომსახურების სააგენტომ კი მოქალაქეებს შესთავაზა მართვის მოწმობის იმიტირებული გამოცდა. ადგილზე ასევე წარმოდგენილი იყო გარემოს დაცვის სამინისტრო.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ, სტენდი სახელწოდებით – „საქართველოს ევროპული გზა“, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ კონკრეტული ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ევროპული არჩევანისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოქალაქეების, მათ შორის პატარების მოლოდინითა და სურვილებით სავსე კაფსულა, რუსთაველის გამზირზე ჩადო, რომლის გახსნაც 25 წლის შემდეგ იგეგმება.
გარდა ამისა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკო.
პრემიერმა ასევე პატივი მიაგო სამშობლოსთვის თავდადებულთა ხსოვნას.
დღევანდელი დღე საზეიმოდ აღნიშნეს რეგიონებშიც, სადაც წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. გარდა ამისა, ოპტიკური საშუალებები და სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც დღესდღეობით საქართველოს შეიარაღებული ძალები იყენებს. ნაჩვენები იყო როგორც საარტილერიო დანადგარები, ასევე საქართველოში წარმოებული ჯავშანმანქანებიც. გაიმართა ასევე კულტურულ-გასართობი ღონისძიებები.
ეს დღე ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წელს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
1917 წელს რუსეთში რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში ეროვნული საბჭო შეიქმნა, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ არსებობდა და ამ დამოუკიდებლობის დაბრუნება იმჟამადაც აუცილებელი იყო.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 98-ე წლისთავის და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავის აღსანიშნავად 26 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

13227150_1091735630870315_7974828557325740187_n 13235222_1091735020870376_6277359589220024743_o 13235405_1091735684203643_5442974921910794138_o 13239385_1091734844203727_7383798420709100782_n 13241158_1091735187537026_7738627122170417639_n 13243678_1091735297537015_3364447931831035596_o 13243847_1091734950870383_5018407977918706080_o 13243921_1091734890870389_9137515330204092607_o 13243950_1091735514203660_6105712199743374439_o 13244009_1091735477536997_73522709182614362_o 13244067_1091735307537014_8975360934079966326_o 13244118_1091735124203699_574327643836920422_o 13244170_1091735267537018_5765108260893073064_o 13244265_1091735244203687_5526835129708581861_o 13246171_1091735030870375_7911340414914000586_o 13247960_1091735120870366_3486344273924873643_o 13248342_1091735034203708_4501113373274505957_o 13248432_1091735484203663_4715904438428422075_o 13248460_1091735537536991_812504533775163873_o 13254068_1091734917537053_443294894338577027_n 13254539_1091735440870334_4038846997830360117_n 13256410_1091734994203712_6575743939504923280_n 13260145_1091735157537029_395047658404211146_n 13260216_1091735170870361_582487430228704899_n 13265975_1091734914203720_8956118828700801146_n 13268389_1091735114203700_5022016328972308901_o 13268392_1091734954203716_4604378199238738769_o 13268475_1091735604203651_719965544455836710_o 13268540_1091734837537061_8488398130322529023_o 13301253_1091735270870351_6157366107199478758_o 13301459_1091735310870347_2602588261746772202_o 13301466_1091735560870322_5770993807239426282_o 13305048_1091735577536987_5298268742378227741_o 13305116_1091735624203649_1854123191659918478_o 13307267_1091734840870394_5283443391244844812_n 13307504_1091734867537058_4134124914342320371_n 13312689_1091735214203690_4175013845595208426_n 13315381_1091734870870391_7477432171507426854_n 13316808_1091734947537050_7557468429017285936_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები