მთავარმა პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მთავარი პროკურორი ზუგდიდში, სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას სამოქალაქო პანაშვიდზე ჩავიდა.
“ჩვენ მივმართეთ ინტერპოლს დამნაშავის წითელი ცირკულარით ძებნის მოთხოვნით. ველოდებით პასუხს. ეს არის უდიდესი ტრაგედია არა მხოლოდ ოთხოზორიების ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დამნაშავე დაისაჯოს”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები