მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი ავთანდილ ჯიქია, მეტსახელად „ავთო ზუგდიდსკი“ დააკავეს, – ამის შესახებ გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს ადამიანი ნოვომოსკოვსკის რაიონში დააკავეს. „ავთო ზუგდიდსკი“ ყაჩაღურ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, დანაშაულებრივი დაჯგუფების შემადგენლობაში.