სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს – ვიდეო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ბონდო ოჩიგავა, ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი და ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოში ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ფიცის დადების შემდეგ ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს გამორჩეულ ჯარისკაცებს, რომლებმაც უკვე გაიარეს სამხედრო სამსახური, მადლობის სიგელები გადაეცათ
[fbvideo link=”https://www.facebook.com/ssgeo/videos/1035868039800662/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]