თეა წულუკიანი: ჩვენი მთავარი მიზანია, საარჩევნო გარემო მშვიდი და ცივილური იყოს

საარჩევნო უბანზე, აგიტაციის, პროპაგანდის, წინასაარჩევნო კამპანიის ადგილას, ან მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ძალადობა ან ძალადობის მუქარა გახდება სისხლის სამართლის სამართლებრივი წესით დასჯადი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მინისტრი ახალ ინიციატივას მთავრობის სხდომაზე 27 მაისს წარადგენს.
“საარჩევნო უბანზე, აგიტაციის, პროპაგანდის, წინასაარჩევნო კამპანიის ადგილას, ან მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ძალადობა ან ძალადობის მუქარა გახდება სისხლის სამართლის სამართლებრივი წესით დასჯადი.
თუკი ის ჯგუფურად არის ჩადენილი, შეიძლება იყოს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სანქციაც. ჩვენი მთავარი მიზანი არის, ის რომ სანქციებს ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი და საარჩევნო გარემო იყოს კონკურენტუნარიანი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდი და ცივილური”, – განაცხადა თეა წულუკიანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები