გარდაბანში ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამრღვევმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაკლიას მიმდებარედ, სატვირთო ავტომანქანით მიიტანა და დაყარა 2,5 კბმ მოცულობის სამშენებლო ნარჩენი.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები