ალაზანზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე მოქალაქეები თევზაობდნენ ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით. სამართალდარღვევის იარაღები დაილუქა. „ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება“,- აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები