იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„კვირას“ ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ჩიხლაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ჩიხლაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. „კვირა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად მერაბ ჩიხლაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ჩიხლაძეს და გადაიყვანენ თუ არა მას სხვა პოსტზე. მერაბ ჩიხლაძე აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვანო პაპიაშვილმა თანამდებობა დატოვა. შს სამინისტროს ცნობით, უწყებაში მიმდინარეობს როტაცია, რომლის ფარგლებშიც პაპიაშვილი სხვა თანამდებობას დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები