„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პროკურატურას სოფელ კორცხელში გუშინ მომხდარი დაპირისპირების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თინა ბოკუჩავამ და ირაკლი აბესაძემ შეიტანეს. თინა ბოკუჩავას განმარტებით, სარჩელში იდენტიფიცირებულები არიან მოძალადეები.
„ამ სარჩელში იდენტიფიცირებულები არიან ის პირები, რომლებიც კახა კალაძემ მიუქსია ”ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერებს. ჩვენ მოვითხოვთ დროულ და ეფექტურ გამოძიებას. მთავარი არის ის, რომ კორცხალის მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ ვერანაირი ბანდიტები მათ ვერ დააშინებენ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ირაკლი აბესაძის თქმით, შს სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება მსუბუქი მუხლით, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს პროკურატურას გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები