“არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა, რათა ევროპელ კოლეგებს ნაცემი ბოკერია-მელიას ფოტოები აუფრიალონ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კორცხელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც კობახიძე, აცხადებს, „პროვოკაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა.
ამასთან, მისივე ვარაუდით, აღნიშნული ყოფილი ხელისუფლების წევრებს სჭირდებოდათ იმისთვისაც, რომ ხვალინდელ სხდომაზე ევროპელ კოლეგებს წაქცეული თუ ნაცემი ბოკერია-მელიას ფოტოები აუფრიალონ და საარჩევნო პროცესის და მთლიანად ხელისუფლების დისკრედიტაცია კიდევ ერთხელ სცადონ“.
„დაბეჯითებით მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებაში ახლა ჩვენ ვართ და განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით. თუ კანონი დაირღვა, პროვოკაცია დაიგეგმა, განხორციელდა თუ კიდევ იგეგმება, არ ვიცი, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას! საარჩევნო პროცესისთვის, ხმის მიცემისთვის ხელშეშლა, ამომრჩეველზე ზეწოლა, უბნებზე წესრიგის დარღვევა, ძალადობა, ცემა – დანაშაულია და სწორედ, სამართალდამცავი ორგანოებისგან, პოლიციისგან მოვითხოვ შესაბამის და დროულ რეაგირებას. თუ ვინმე ქვას ისვრის, განცხადებით კი არა კანონით უნდა ვუპასუხოთ! ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ძალადობა ამ ქვეყანაში და ამისთვის კონკრეტული მოქმედება და დანაშაულის აღკვეთაა საჭირო, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის“, – აცხადებს მანანა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები