კახა კალაძე: ”ნაციონალურ მოძრაობას” კორცხელში ზაზა კედელაშვილის ”ზონდერდაჯგუფება” ჰყავს ჩაყვანილი

”ნაციონალურ მოძრაობას”კორცხელში ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომელსაც კონკრეტულად ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ლევან ბეჟაშვილი, – ამის შესახებ ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძე კორცხელში მომხდარ ინციდენტს, ”ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ მისი ადრესატი დიპლომატიური კორპუსი იყო.
”ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და აგრესია საარჩევნო პროცესში. სამწუხაროა, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სოფელ კორცხელში შეძლო პროვოკაციის მოწყობა. მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ადრესატი, დიპლომატიური კორპუსი იყო, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადო გარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო, საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამის გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” განზრახული აქვს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბნის ჩაშლა. ”ნაციონალურ მოძრაობას”კორცხელში ჩაყვანილი ჰყავს ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომელსაც კონკრეტულად ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია და ლევან ბეჟაშვილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ე.წ. ზონდერჯგუფების ჩამოყვანაზე კონკრეტულ ფაქტებს პარტია მოგვიანებით გაავრცელებს. ”გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ უბნის დახურვის შემდეგაც გაგრძელდება პროვოკაციები. მოვუწოდებ მოსახლეობას, არ აჰყვნენ არავის და უნებურად არ გახდნენ ”ნაციონალების” დაგეგმილი სცენარის მონაწილეები”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები